20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და ისინი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე მაია კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს. მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი დააკავეს.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიახუთი პაციენტიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება დაბალი ტემპერატურა – ცერცვაძე