ხუთი პაციენტიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება დაბალი ტემპერატურა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული ხუთი პაციენტიდან მხოლოდ ერთ აღენიშნება მსუბუქი სიცხე და ყელის ტკივილი.

“ერთი საათის წინ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში 5 პაციენტი და მათ დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. ესაა სამი ახალგაზრდაა, ერთი ქალი და ორი ვაჟი, ასევე ორი საშუალო ასაკის პიროვნება. ყველა მათგანი ნამყოფია იტალიაში და ჩამოვიდნენ თბილისში 1-ელ მარტს. არცერთ მათგანს ჩამოსვლის დღეს რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებოდათ, ამიტომ წავიდნენ სახლში. ერთ-ერთ მათგანს მოგვიანებით დაუდასტურდა ვირუსი და ამიტომ გამოიკვლიეს დანარჩენებიც. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს აღენიშნება სიცხე და მსუბუქი ყელის ტკივილი. პნევმონიაც სავარაუდოდ არ აქვს, თუმცა დანამდვილებით ჯერ ვერ გეტყვით”,-აღნიშნა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი სამსახურები გვაძლევენ