20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენები – ირაკლი ოქრუაშვილი გამკითხვაზე მივიდა

ირაკლი ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოში მივიდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გამოკითხავენ. მან უარი თქვა შსს-ში გამოკითხვაზე და დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას. ოქრუაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით დაიკითხება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა კითხვებს დაუსვამენ დღევანდელ დაკითხვაზე. როგორც ოქრუაშვილი განმარტავს, ამ ყველაფრის მიზანი ოპოზიციის დისკრედიტაცია და არსებული საპროტესტო მუხტის შეწყვეტაა, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლება ამას ვერ მიაღწევს.

ყოფილი მინისტრი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებსა და სისხლიან დარბევაზე, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში“თქვენს წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის, სახელისუფლებო ურთიერთობებისა და მენეჯერული გამოცდილება აქვს” – თადუმაძე
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : აუცილებელია, საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, რაც მხოლოდ რეგიონების თანაბარი განვითარებით არის შესაძლებელი