2-3 ივნისს საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი ეწვევა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ასევე, სხვადასხვა მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

“2-3 ივნისს საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი ეწვევა. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს არის ილვესის მეორე ვიზიტი საქართველოში. ბოლოს ის 2011 წელს იმყოფებოდა საქართველოში და ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ვინაიდან საქართველო- ესტონეთის ურთიერთობები და ჩვენი ურთიერთობა ესტონეთთან იდეალურია. ესტონეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროატლანტიკური მისწრაფებები თუ სხვა ეკონომიკური და კერძო საკითხები“, – განაცხადა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: სააკაშვილმა სიმართლე თქვა, მისი ადგილი მატროსოვზეა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ქვეყანას შუღლისა და დაპირისპირების დასრულება სჭირდება