2 გარდაცვლილი და 15 დაშავებული – ავტოავარია გორთან

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე – ავოტავარიას შავშვების მონაკვეთზე მსხვერპლი მოყვა. სამგზავრო მიკორვორტბუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. დაიღუპა ორი მგზავრი, 15 კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები გორისა და კასპის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურები. ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიტყავის ჩანთა– ჟვანიას საქმის ახალი დეტალი
შემდეგი სტატიამლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა