1992 წლის 2 ოქტომბერი – აფხაზეთის ტრაგედიის თავფურცელი

region
ავტ.: region ოქტომბერი 2, 2019 16:05

1992 წლის 2 ოქტომბერი – აფხაზეთის ტრაგედიის  თავფურცელი

27 წლის წინ საქართველოს ულამაზესი წალკოტის, გაგრის დაცემით დაიწყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენების ათვლა.

იმ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ და მძაფრად წარმოაჩინა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი კრემლის ინტერესებით იყო ნასაზრდოები და მისივე მოფიქრებული ხრიკებით იმართებოდა. აღნიშნულის კიდევ ერთი დასტური იყო რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც თითქოს ცეცხლის შეწყვეტას და პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. რეალურად კი სეპარატისტებმა, რუსეთის ინსპირირებით, შეთანხმების გაფორმებისთანავე დაიწყეს მზადება გაგრის აღებისათვის.
შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, „შუამავალმა“ შეთანხმება უხეშად დაარღვია. პირველად გაგრაში განხორციელდა ეთნიკური ნიშნით ქართველთა მასობრივი განადგურება – გენოციდი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, „ სამწუხაროდ, დღეს მთელი აფხაზეთი არის ოკუპირებული, მაგრამ გაგრა მთელი სიმძიმით და ბოლომდე არის მოქცეული ოკუპანტის მარწუხებში. ის დროებით დავკარგეთ როგორც ქართველებმა, ასევე აფხაზებმაც, რაც ნათლად დაადასტურა დე ფაქტო პრეზიდენტის ბოლო „არჩევნებმა“.

„ჩვენ ვაცხადებდით და კვლავაც ვაცხადებთ, რომ გაგრისა და მთლიანად აფხაზეთის განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქართველთა და აფხაზთა შერიგებით, ჩვენს შორის ნდობის აღდგენით და შემდგომში ერთობლივი მოქმედებით!“- აღნიშნავს ბატონი ჯემალ გამახარია.

region
ავტ.: region ოქტომბერი 2, 2019 16:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics