1991 წლის 31 მარტი

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა და საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. მარტის ბოლო დღეს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის ერთადერთ კითხვა იყო: “გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე გაუმეორეს შეკითხვა – როგორ აპირებთ რეფერენდუმის შედეგების გამოყენებასო. ბატონმა ზვიადმა ასეთ შეკითხვას ხუმრობით “ჟურნალისტური შეთქმულებაც” უწოდა და დაამატა: ჩვენ საიდუმლოებებს ჟურნალისტებს არ ვანდობთო. რეფერენდუმის ჩატარებას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი საქართველოში. 31 მარტს იგი თბილისიდან მოსკოვს გაემგზავრა. გამგზავრებამდე კი ეწვია დედაქალაქის რამდენიმე საარჩევნო უბანს, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობდა და ამავე დროს – ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოს არჩევნები.

31 მარტი, დღე, რომელიც ბევრი ქართველისათვის დასამახსოვრებელ თარიღად იქცა. ისინი ვინც საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახუდიას დიდი გულშემატკივარი იყო და არის, იცის რომ ამ დღეს, 1939 წლის 31 მარტს დაიბადა იგი. დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.

banner
წინა სტატიაშიკახა ადამია: გამსახურდია იყო ყველაზე დიდი ეროვნული ლიდერი და მის სიდიადეს, ვფიქრობ დიდხანს ვერავინ დაჩრდილავს
შემდეგი სტატიადღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია 85 წლის გახდებოდა