“1921 წლის ოკუპაცია იმის შედეგი იყო, რომ საქართველოს საზოგადოება ისე იყო გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, როგორც დღეს ვართ” – გრიგოლ ვაშაძე პუტინის განცხადებაზე

პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაში დაადანაშაულა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით კი 1920 წლის ხელშეკრულება, მისი თქმით, საზოგადოების გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება რუსეთის სცენარია.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ისტორიის დამახინჯების მცდელობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშესა თუ რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტისგან მოდის. მათი არგუმენტები ყოველთვის ერთი და იგივეა და ერთი და იგივეა მცდელობა, ისტორია მიუსადაგონ საქართველოს ოკუპაციის გამართლებას. ყველაფერი 1921 წლის ოკუპაციით დასრულდა, რაც იმის შედეგი იყო, რომ საქართველოს საზოგადოება ისე იყო გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, როგორც დღეს ვართ… თუ გავაგრძელეთ ის, რომ რუსთაველის პროსპექტი ისევ გადახერგილია ყვითელი ავტობუსებით, ხელისუფლება ისევ თვლის პოზიციას თავის მტრად, ქართულ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ისევ უნდობლობაა… სანამ არ მოვილაპარაკებთ იმ თემებზე, რომელიც გაერთიანებს და ბიბლიასავით დავიზეპირებთ, იქამდე ვერ გადავწყვეტთ იმ პრობლემებს, რომელიც გვთიშავს.“ – განაცხადა ვაშაძემ

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ახალგაზრდებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებში ჩართვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაშეჭამეთ, რომ ოკუპანტი მე კი არა თქვენ ხართ და დესერტად ოსების გენოციდიც შეიტენეთ – ხუხაშვილი თქმით პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას “მასტერკლასი” ჩაუტარა