17 თებერვლას თურქეთიდან სირიაში 500 მებრძოლი გადავიდა

გამოცემა „Deutsche Welle“-ს ინფორმაციით, ბოლო დღეების მანძილზე თურქეთ-სირიის საზღვარი 1000-მდე მებრძოლმა გადაკვეთა.

სირიაში არსებული ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო საბჭოს – „SOHR“-ის ცნობით, 17 თებერვალს სირიის საზღვარი დაახლოებით 500-მა ისლამისტმა გადალახა და ალეპოს პროვინციისკენ გაემართნენ.

საბჭოს მონაცემებით, ეს უკვე მებრძოლთა მეორე ჯგუფია, რომლებიც სირიაში თურქეთიდან შევიდნენ. პირველმა ჯგუფმა, რომელშიც 350 შეიარარებული ისლამისტი შედიოდა, საზღვარი 14 თებერვალს გადაკვეთა.

banner
წინა სტატიაში4 წლის ბავშვზე ძალადობის გამო, მამას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატია,,საქართველო ნატო-ს წევრი მაინც გახდება და ამ მოსაზრებას ალიანსის ყველა წევრი იზიარებს”