4 წლის ბავშვზე ძალადობის გამო, მამას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

ქობულეთში 4 წლის ბავშვზე მოძალადე მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ქობულეთში, მამამ 4 წლის ბავშვზე იძალადა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასტიკად იყო ნაცემი.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმ ირაკლი ბეჟანიძეს თქმით, ბავშვს სისხლჩაქცევა ორივე ბარძაყზე და თავის მიდამოებში აღენიშნებოდა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მამის მიერ სასტიკად ნაცემ მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სოციალური აგენტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

banner
წინა სტატიაში“საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას”
შემდეგი სტატია17 თებერვლას თურქეთიდან სირიაში 500 მებრძოლი გადავიდა