17 იანვრიდან წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

წყნეთის გზატკეცილისა და ი. უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ უცვლელად, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით.

შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაში17 იანვრიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
შემდეგი სტატიაილია მეორემ ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა