ილია მეორემ ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს კატალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

ილია მეორის ბრძანებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“განათლებისა და მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი”.- აღნიშნულია ბრძანებაში.

banner
წინა სტატიაში17 იანვრიდან წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
შემდეგი სტატია17 იანვრიდან, საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება