16 წლის მოზარდის პირველი ოპერაცია დასრულდა და მეორე ოპერაციისთვის ამზადებენ

რესპუბლიკურ საავადმოყოფოში მოთავსებული 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, დასრულდა პირველი ოპერაცია და პაციენტი ამ წუთებში რეანიმაციაშია მოთავსებული და მეორე ოპერაციისთვის ამზადებენ.

მისივე განცხადებით, პაციენტი ექიმებს 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ აყვანილი, რათა მოზარდს სიცოცხლე შეუნარჩუნონ. “პაციენტი ამ წუთებში რეანიმაციულშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. საჭიროა პოსტოპერაციული რევიზიის ჩატარება და გართულებების თავიდან აცილება. ის ექიმების 24-საათიან მეთვალყურეობაში რჩება და ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მოზარდის სიცოცხლე შეინარჩუნონ”, – აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვლავ იმყოფებიან დაჭრილი მოზარდის ოჯახის წევრები და მისი თანაკლასელები. 16 წლის მოზარდის თანაკლასელებს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ. თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ის კონფლიქტური არ ყოფილა და მათ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციები არ აქვთ.
ადგილზე ელოდებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, რომელიც მომხდართან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიმეზობელი – ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მოვიდა, ტიროდა და ეფერებოდა დაჭრილს
შემდეგი სტატია90 მომხრე არცერთი წინააღმდეგი – ევა გოცირიძე საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს