15 წლის წინანდელი აბსურდული ბრალდებით ადამიანის დაკავება ნამდვილად ვერ დააბრუნებს დღეს სამშობლოში ასი ათასობით იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს – ბოკუჩავა

]ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, განცხადება გააკეთა.

“დღეს 2009 წელთან დაკავშირებული აბსურდული ბრალდებით აკავებენ ლაშა ცანავას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწეს და შესაბამისად, პარლამენტის თანამშრომელი. 15 წლის წინანდელი აბსურდული ბრალდებით ადამიანის დაკავება ნამდვილად ვერ დააბრუნებს დღეს სამშობლოში ასი ათასობით იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ვერ შექმნის სამუშო ადგილებს, ვერ დაწევს ფასებს. ეს უკანონობა ვერ დააკანონებს ივანიშვილის ჩინოვნიკების კორუფციას და ეს უსამართლობა ვერ გაამართლებს იმას, რომ ივანიშვილის კლანები მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე. ივანიშვილის პარტიის ერთადერთი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, პოლარიზაციით ადამიანების დაპირისპირებით, ჩვენი ერთადერთი მიზანია ხელისუფლების შეცვლა ჩვენს ქვეყანაშიც ცვლილებების მოტანა ერთიანობით, სიმშვიდით და სიმტკიცით. რამდენიმე თვის წინ, საქართველომ მოიპოვა კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის ძალისხმევით და ერთიანობით, რაც მნიშვნელოვან წილად მოიტანა მათ შორის მარტის აქციებმა, რის შედეგადაც ჩავარდა რუსული კანონი, რომლის რეინიცირებას ახლა ცდილობს ივანიშვილის პარტია. რამდენიმე კვირის წინ საქართველომ ასევე მოიპოვა ისტორიული გამარჯვება ჩვენი ეროვნული ნაკრების დამსახურებით და გავიდა ევროპულ ასპარეზზე. ამ გამარჯვებებს ივანიშვილი ვერ წაართმევს ქართველ ხალხს, ვერც უკანონო დაკავებებით და ვერც რუსული კანონის რეინიცირებით, რომელიც ქართველ ხალხს არ დაავიწყებს მათ მთავარ ჩავარდნას და ეს არის ეკონომიკური ჩავარდნა ,რამაც გამოიწვია იძულებით ემიგრაციაში ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის წასვლა.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა
შემდეგი სტატიაყოველთვის იქ, სადაც ევროპაა – ლოკომოტივი