15 მარტი ქართული არტილერიის დღეა!

1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.

14 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.

15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ, ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვებების გამო გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაში15-16 მარტის ბრძოლები რუსეთ-საქართველოს ომში მხოლოდ ერთ წარმატებულ ეპიზოდად დარჩა
შემდეგი სტატიარუსეთის სამხრეთში მეთაურებმა სამხედროები წყალში ჩაახრჩვეს