14 წლის გოგონას მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის თემაზე სერგეენკო პირველ კომენტარს აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს განცხადებით, 14 წლის გოგონასთან დაკავშირებით თუ გამოიკვეთება არაჯეროვანი დამოკიდებულება, საკითხს სამინისტრო შეისწავლის.

მინისტრის განმარტებით, სასწრაფო დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემური პრობლემა ჰქონდა, რაც ნაწილობრივ მოგვარდა და ნაწილობრივ რჩება პრობლემად.

“რეგიონების შემთხვევაში, პრობლემა არის აღჭურვილობა და ავტოპარკი, თბილისის შემთხვევაში კი, არის შეუსაბამო გამოძახებები, დიდი ხანი დაკარგული გამოძახებაზე მისასვლელად, რომელსაც თავისი მრავალი მიზეზი აქვს – საგზაო მოძრაობა, გზის არ დათმობა და სხვა. რაც შეეხება სამედიცინო მოვლის ხარისხს, თუ გამოიკვეთება რომ არაჯეროვანი მოვლა იყო, არსებობს სტურუქტურა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც დადგენილი წესით შეისწავლის საკითხს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენა ბეგაშვილის შვილთან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისვლა დააგვიანა. დღეს, სასწრაფო დახმარების ცენტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

ექიმების მიერ აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარების საკითხს, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია.

 

banner
წინა სტატიაშიმამა ანთიმოზი პოლიტიკაში მიდის: „გამარჯვების დიდი იმედი მაქვს“
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ არ დავსდევთ ჰაკერებს და ადამიანებს, რომლებმაც რაღაც ატვირთეს ინტერნეტში