13 ივნისის სტიქიის დროს გადარჩენილმა ორსულმა დღეს ბავშვი გააჩინა

თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს გადარჩენილმა ორსულმა ქალბატონმა თეა კალუჟინმა დღეს ბავშვი გააჩინა. ახალშობილი ვაჟი 3 კილოგრამსა და 500 გრამს იწონის. მშობელიც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.
ბოლო თვის განმავლობაში უსახლკაროდ დარჩენილი ორსულის პატრონაჟი უსასყიდლოდ “იმედის” კლინიკამ განახორციელა.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია წყნეთის ხევის დაზარალებულ ოჯახს ბავშვის მოსავლელად პირველადი მოხმარების ნივთებითაც უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასამგორის რაიონში დეიდა და დის შვილი გარდაცვლილი იპოვეს