12 მაისს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დასამტკიცებლად პარლამენტში რიგგარეშე სესია ჩატარდება

12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, იგივე იმედის დღის, ოფიციალურად განსაზღვრის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სესია ჩატარდება.

როგორც ცნობილია, 12 მაისი დასვენების დღეა, მაგრამ ამ დღეს პრემიერის ინიციტივით, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეც აღინიშნება.

შრომის კოდექსში ამ დღეს დასვენების დღედ ოფიციალურად ოთხშაბათს რიგგარეშე სხდომაზე შეიტანენ.

შეგახსენებთ, 12 მაისს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადების შესახებ ინიციატივა საქართველოს პრემიერს ეკუთვნის. პრემიერის ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებულია.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – კლინიკები, რომლებმაც სახელმწიფო თანხა არასწორად მიიღეს, ბიუჯეტში მხოლოდ ამ თანხას დააბრუნებენ
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი სასტუმრო „ ამირანის“ სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა