გიორგი მარგველაშვილი : ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა

ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც 8-9 ივლისს ვარშავაში გამართული სამიტის მუშაობა შეაფასა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სამიტის მომზადებაში.

“ჩვენ მივიღეთ რეალური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ჩამოვყალიბდით ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მისიის შემდგომ ნაბიჯებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთს სჭირდება კიდევ ერთხელ დახმარება და მხარდაჭერა. უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ნატო იწყებს დისკუსიას შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და ამ დისკუსიის ბუნებრივი და შემადგენელი ნაწილი იქნება საქართველო. საქართველო და ნატო ჩამოყალიბდნენ საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი “ჯეიტეკი” იქნება დაკავშირებული ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობასთან. ჩამოყალიბდა ნათელი ხედვა ფინანსრურ თანამშრომლობასთნ დაკავშირებით და ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებიის თვალსაზრისით. მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, რაც ასევე იქნება საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი ნათელი ნაბიჯი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკეც შეაფასა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ნატო არის პირველ რიგში ღირებულებითი კავშირი. ქვეყნები, რომლებიც გაერთიანებული არიან ნატო-ში და ქვეყნები რომლებიც ესწრაფვიან ნატოში გაერთიანებას, ერთიანდებიან არამარტო სამხედრო დაცულობის თვალსაზრისით, არამედ იმ ღირებულებების ირგვლივ, როგორიც არის დემოკრატია და პიროვნული თავისუფლებები.

“ამ თვალსაზრისით არჩევნები, ბუნებრივია, არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის განმტკიცების თვალსაზრისით. ნატოს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ შემდეგი არჩევნები იქნება კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ეს არის ბუნებრივი გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების ირგვლივ, ვერთიანდებით დემოკრატიული სახელმწიფოს განტკიცების ირგვლივ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: მოსკოვის მხრიდან პირდაპირ საფრთხეებს ვერ ვხედავთ
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: “ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს”