სტოლტენბერგი: მოსკოვის მხრიდან პირდაპირ საფრთხეებს ვერ ვხედავთ

ვარშავაში ნატოს სამიტზე ალიანსის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით სიახლეებია: პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ საჭიროა ძლიერი თავდაცვა და დიალოგი – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო მონაწილეობით, ალიანსი გაერთიანდა – თქვა ნატოს ხელმძღვანელმა დღეს – “დოიჩე ველე” წერს. “ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ალიანსი გაერთიანდა, ჩვენ ერთად ვმოქმედებთ” – განაცხადა სტოლტენბერგმა სამიტზე.
მისი თქმით, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა, რომლისკენაც ადრე მიისწრაფვოდა ალიანსი, ვერ რეალიზდა. “მაგრამ ჩვენ მაინც არ ვართ ცივი ომის მდგომარეობაში” – განაცხადა სტოლტენბერგმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა და ადრეული გამოცდილებისგან განსხვავდება. “ჩვენ მოსკოვის მხრიდან პირდაპირ საფრთხეებს ვერ ვხედავთ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე” – თქვა ალიანსის მდივანმა

banner
წინა სტატიაშინატომ უკრაინას დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი დაუმტკიცა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა