მიხეილ ჯანელიძე: “ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს”

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს გახდის უფრო დაცულს და ხელს შეუწყობს მისი ინტეგრაციის პროცესს.

მიხეილ ჯანელიძემ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის მიღებული კონკრეტული შედეგები შეაფასა.

მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევადობა დაფიქსირდა, როგორც NATO-საქართველოს კომისიის მიერ მიღებულ განცხადებაში, ასევე სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში. სადაც ასევე აღნიშნულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მინისტრის განცხადებით, ვარშავის სამიტმა საქართველოს ასევე მისცა მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯები, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შავი ზღვა, და მასთან ერთად საქართველო, ხდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი : NATO როგორც ალიანსის წევრ ქვეყნებს, ისე იხსენიებს საქართველოს