“10 წუთით საერთოდ ვერ ვხედავდი” – ე.წ. წიწაკის სპრეით აქციის რამდენიმე მონაწილეა დაშავებული

“10 წუთით საერთოდ ვერ ვხედავდი, თვალს ვერ ვახელდი …” – საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცველები ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით ასხამენ.

“ზემოთ იყო ადამიანი, რომელსაც სთხოვეს ჩამოსულიყო, იქვე ვიდექი და მთხოვეს გადავსულიყავი, გავიწიე, მეორედ, როცა იყო მიწოლა, ამ დროს ამოიღო, არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, პირდაპირ თვალებში შემასხა ერთხელ, მეორედ რომ ავწიე თავი, რატომ მეთქი, მეორედ კიდევ დამასხა ზედიზედ. ეს იყო სადამსჯელოდ გამოყენებული, ის სპეცრაზმელიც მახსოვს. სრულად ყოფით ძალა, რომ ათასი ადამიანი გვერდზე გადაწიონ, მაგრამ იყენებენ სასტიკ მეთოდებს. 10 წუთით საერთოდ ვერ ვხედავდი, თვალს ვერ ვახელდი”,- ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გრძელდება
შემდეგი სტატიასააკაშვილი – არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო