1 სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება

2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე  და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. ბიუჯეტის ხარჯების 1/3 ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ეს არის 180 ლარამდე გაზრდილი პენსია და კიდევ ერთ საინტერესო ციფრს გეტყვით – მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება,” – განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება განაგრძობს ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას.

“თითქმის მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე. პირველად მილიარდს მიუახლოვდა განათლების სამინისტროს ხარჯებიც, ბიუჯეტი 10 მილარდზე მეტი იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რათა ეკონომიკამ გააგრძელოს მდგრადი განვითარება” – აღნიშნა ფნოდარ ხადურმა.

მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში საფინანსო დოკუმენტზე თავად ფინანსთა მინისტრი ისაუბრებს.

ნოდარ ხადური პოლენარულ სხდომაზე 10 მილიარდიანი პროექტის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია არ აპირებს მომავალი წლის ბიუჯეტის მხარდაჭერას.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა
შემდეგი სტატიანარმანია: ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში განათლებისთვის 95,1 მლნ. ლარია გამოყოფილი