1-ელ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

1-ელ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა. ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არაუგვიანეს კალენდარული წლის 1-ელი ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული http://rs.ge/common/get_doc.aspx?id=10487“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი: შემაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტის ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა