​თადუმაძის მოსამართლედ დანიშვნის პროცესში სახალხო დამცველმა ხარვეზები დაადგინა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თუ დავით კეზერაშვილის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, მაღალი ალბათობაა, რომ საქმეში სასამართლოს უფლების დარღვევა დადგინდეს.

კეზერაშვილის საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაშვილი იყო. მისი მოსამართლედ დანიშვნის დროს კი ომბუდსმენმა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სერიოზული დარღვევები დაადგინა. შესაბამისად, ლომჯარიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ასეთი პროცესით დანიშნული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლიანობის სტანდარტებს არღვევს.

“ამ შემთხვევაშიც თადუმაძე იყო გენერალური პროკურორი, იმ დროს, როცა კეზერაშვილს ბრალი წარედგინა. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ თუ ეს საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, სასამართლომ დაადგინოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. თადუმაძის მოსამართლედ დანიშვნის პროცესში სახალხო დამცველმა სერიოზული ხარვეზები დაადგინა, მისი კვალიფიკაციის შეუსაბამობასთან მიმართებით და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ასეთი პროცესით დანიშნული მოსამართლის მიერაც მიღებული გადაწყვეტილებები დადგენილია, რომ არღვევს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს”, – თქვა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრი: სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 სექტემბრისთვის – დოლარი – 3.1132 ლარი, ევრო – 3.6929 ლარი, ფუნტი – 4.3071 ლარი