ჰააგის სასამართლომ რუსეთს ცხინვალში სამხედრო დანაშაულზე მოპოვებული მასალები მოსთხოვა (VIDEO)

რუსული მედიის ცნობით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს 2008 წელს ცხინვალში მომხდარი  სამხედრო დანაშაულების შესახებ მოპოვებული მასალების გადაცემა მოსთხოვა…

რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, საერტაშორისო სასამართლოს ეს მოთხოვნაც შესაძლებელია განხილული იქნას რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული სანქციის ფარგლებში… ,,დიდი ალბათობით ასეც გარკვეული სანქციები იქნება რუსეთის მიმართ, რამეთუ საქართველო თავის კონტრარგუმენტებს წარადგენს და ჩვენ მოგვაწვებიან, დაგვადანაშაულებენ რა აგრესიაში,, განაცხადა ბასტრიკინმა.

ბასტრიკინი სწუხს, რომ  2008 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო სამართალი იგნორირებას ახდენს და არც ერთი საერთაშორისო ინსტანცია არ დაინტერესებულა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შექმნილი ,,სერიოზული ნაშრომით,, ცხინვალის კონფლიქტში ქართული სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე …

,,ჩვენ მზად ვართ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე  და  მოვითხოვოთ სააკაშვილის გასამართლება, რომელიც საერთაშორისო ძებნაზე გვყავს გადაცემული, მაგრამ ჩვენი მოსმენა არავის არ უნდა… ჩვენ არსად არ გვიწვევენ,, აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის შესახებ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე რუსულ არმიაში გამოიძახეს….