ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 %-ის აზრით, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა, 10 %-ის ვარაუდით, “ნაცმოძრაობა”

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 20 %-ის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა, 10 %-ის ვარაუდით კი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
შეკითხვაზე, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით, რომელი პარტია გაიმარჯვებდა და რომელი დაიკავებდა მეორე ადგილს? – გამოკითხულთა ყველაზე მეტი – 38 % მოდის კატეგორიაზე “არ ვიცი”. 20 % – კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვებას პროგნოზირებს, 17 %-ის აზრით, “არც ერთი პარტია”, 10 % ფიქრობს, რომ გამარჯვებას “ნაციონალური მოძრაობა” მოიპოვებდა, 6 %-მა პასუხზე უარი განაცხადა, 3 % მიიჩნევს, რომ გამარჯვებული პარტია ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” იქნებოდა, 6 % კი ნაწილდება კატეგორიაზე “სხვა”, რომელიც პატრიოტთა ალიანსს, ნინო ბურჯანაძის – გაერთიანებულ ოპოზიციას, “ლეიბორისტულ პარტიას”, “ახალ მემარჯვენეებს”, “თავისუფალ საქართველოს” და “საქართველოს გზას” აერთიანებს.
ამასთან, რესპონდენტთა 4 % -ის აზრით, არჩევნებში მეორე ადგილს დაიკავებდა კოალიცია “ქართული ოცნება”, 8 %-ის პოზიციით კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე CNN-ის ეთერში ისაუბრა
შემდეგი სტატიაNDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ეთანხმება, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს