ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე CNN-ის ეთერში ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი იდეალური ხიდი, რაც ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიული როლი.

როგორც მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს, ამ ორი კონტინენტის დაკავშირებისა და დაახლოების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

„ჩვენს ქვეყანას ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა აქვს ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რისი წყალობითაც შეგვიძლია, უზრუნველვყოთ უმოკლესი მარშრუტი ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: 2012 წლის არჩევნების შემდეგ, NDI-ის გამოკითხვებით, ჩემი პარტია არჩევნებს იგებს
შემდეგი სტატიახვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 %-ის აზრით, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა, 10 %-ის ვარაუდით, “ნაცმოძრაობა”