NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ეთანხმება, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს

გამოკითხულთა უმეტესობა – 47 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერაა დაარსებული. ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც “ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა” ინსტიტუტმა დღეს გამოაქვეყნა.
რესპონდენტთა 28 % იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც რუსეთის ფედერაციის, ბელორუსისა და ყაზახეთის მიერაა დაარსებული, 9 % – არც ერთ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 14 %-მა არ იცის, 2 %-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 45 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით), რესპონდენტთა 30 % კი პირიქით, იმ შეხედულებას იზიარებს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო – 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშიხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 %-ის აზრით, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა, 10 %-ის ვარაუდით, “ნაცმოძრაობა”
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ივანიშვილს, ყველაზე დემოკრატიული არჩევნების პირობებშიც კი, გამარჯვების შანსი არ აქვს