მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” კონტროლის ზონაში, აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე ტ.ბ., რომლის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 24 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალურ პოლიციას.
ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას შემოტანას შეეცადა თურქეთის მოქალაქე დ.ა. საბაჟო გამშვებ პუნქტზე “სარფი”. მის კუთვნილ ავტომანქანაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, 1,33 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.
ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა გზავნილებშიც. კერძოდ, გაფორმების ეკონომიკური ზონის, “აეროპორტის” ტერიტორიაზე ჩინეთიდან შემოტანილ გზავნილში, რომლის მიმღებია შპს “ტ.”, აღმოჩენილ იქნა ე.წ. “ბიო”, 5 გრამის ოდენობით, ხოლო 15 აგვისტოს, იტალიიდან შემოტანილ გზავნილში, რომლის მიმღებია ფიზიკური პირი ნ.რ., 304 კაფსულა მედიკამენტი LYRICA 75მგ აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტების თაობაზე ეცნობა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.

banner
წინა სტატიაშიხვალ თბილისის რამდენიმე ქუჩის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატია