“ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები უკან”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

“ეს ფორმატი, პრეზიდენტი ესწრებოდა შეხვედრას მრჩევლებთან ერთად. მან გვკითხა რას ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან ვითარების ესკალაცია არ მოხდეს. გაგვიზიარა თავისი ხედვა. მე ვარ მოხარული, რომ გონებადაკარგული პრემიერისგან განსხვავებით პრეზიდენტი მოვლენებს ადექვატურად აღიქვამს. დღეს ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა, რომ ქვეყანა მიდიოდეს უკან. ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია. ერთი რამ ყველამ იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები ეს არის სიტყვის თავისუფლება. მაგრამ შენ როცა ხედავ, რომ ივანიშვილი 1 წლით ადრე აგვარებს ყველაფერს. აკეთებს ყველაფერს, რომ არ არსებობდეს ოპოზიცია ასევე კრიტიკული მედია რუსთავი 2 ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები უკან. ამ შემთხვევაში ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ეცოდინება, რომ მიდის არჩევნებზე,”- აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიამ მთავარი პროკურატურა დატოვა
შემდეგი სტატია“მინდა გვარამიას მოვუწოდო, რომ პროკურატურის მაგიდაზე მუქარის დამამტკიცებელი ყველა ფაქტი დადოს”