ხარვეზი გასწორებულია და სუპერთასის ბილეთების გაყიდვა იწყება

biletebi.ge უეფას სუპერ თასის ბილეთების გაყიდვას დღეიდან დაიწყებს.

საიტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობა დასრულებულია და ვებგვერდი მუშაობის განახლებას დღის მეორე ნახევრიდან გეგმავს.

biletebi.ge – ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი განმარტავს, რომ ახალი აპარატურის დამონტაჟების შემდეგ, სისტემამ შიდა ტესტირება გაირა და ამ დროისთვის ყველა პრობლემა მოგვარებულია.

ვებგვერდმა მუშაობა გუშინ შეწყვიტა და ამის მიზეზად ტექნიკური ხარვეზის არსებობა და მომხმარებელთა მაღალი აქტივობა დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, თბილისში, “დინამო არენაზე” 22:45 საათზე “ბარსელონა” “სევილიას” დაუპირისპირდება.

banner
წინა სტატიაშიმომავალი კვირიდან ახალ გზაზე აღდგენითი სამუშაოები უნდა დაიწყოს
შემდეგი სტატიაერევენში მანიფესტანტების წინააღმდეგ შტურმი იგეგმება