ხალხის “ნდობის ლიმიტი უსასრულო არ არის”– ჯუმბერ კირვალიძე

გამოაფხიზლა და შეაკავშირა ქართველი ხალხი

"ბიძინა ივანიშვილი "დროში აცდენილია" და ამას ვერ ხვდება"! ჯუმბერ კირვალიძეგუშინ, მასმედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, – ბიძინა ივანიშვილი:”მე მგონია, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების სიტუაცია არ არის, ხშირად განმიცხადებია და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც ცუდი პოლიტიკური სიტუაცია და თუ რაიმე უბედურება მოხდა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. დღეს კი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ”. – თითქოს, ამომწურავი პასუხია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. საქმე ის გახლავთ, რომ ქართველი ხალხის “თვალში”, ამჟამინდელი “ქართული ოცნების” ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის “მოყვანილია ხელისუფლებაში” დიახ, საქართველოს ამომრჩევლებმა 2012 წლის და ყველა დანარჩენ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა მას შემდეგ, ხმა მისცეს “კოალიცია “ქართყლ ოცნებას” იმიტომ, რომ მისი დამფუძნებელი იყო და არის ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ წლინახევრის წინ ივანიშვილმა დატოვა ყველა პოლიტიკური თანამდებობა, დღესაც, ქართველი ხალხის მხარდაჭერა მის მიერ დატოვებული ხელისუფლებისადმი, განპირობებულია სწორედ ბიძინა ივანიშვილისადმი პირადი ნდობის ფაქტორით, მაგრამ – ხალხის “ნდობის ლიმიტი უსასრულო არ არის” რა მაქვს მხედველობაში? ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგმა ბევრად დაიწია 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ხოლო დაჩქარებული ტემპით იწყო კლება იმ დღიდან, რაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან გადადგა! ეს რეალობაა და არაფერს ვიგონებ! ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ “პოლიტიკურად დროში საკმაოდ შეზღუდულია” და როცა ჩათვლის საჭიროდ – იგი “უპრობლემოდ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება”! მიმაჩნია, რომ ივანიშვილს “პოლიტიკაში დროულად დაბრუნების ვადა” ამ წლის ბოლომდე აქვს! 2016 წლის გაზაფხულისთვის კი, შეიძლება დაგვიანებული იყოს, რადგანაც საპარლმენტო არჩევნებამდე 7–8 თვით ადრე მის “მობრუნებას პოლიტიკაში” ხალხი აღიქვამს დახმარების მცდელობად, რათა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” გამარჯვება მოიპოვოს, რასაც შემდგომ მისი “ხელახალი წასვლა მოყვება პოლიტიკიდან”! ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის “პოლიტიკაში დაბრუნების” დროის ლიმიტი შეზღუდულია–აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე
შემდეგი სტატიატექნიკურ უნივერსიტეტში 17 მილიონიანი პროექტი განხორციელდება