საზოგადოებრივი მოძრაობა “ღია რუსეთი” ვოლონტიორ-დამკვირვებლებს ამზადებს არჩევნებისთვის – ამის შესახებ გუშინ განაცხადა მიხეილ ხოდორკოვსკიმ საკუთარ ვებ გვერდზე. მისი თქმით, “ღია რუსეთი” საკუთარ ძირითად საქმიანობას 2016 წლისათვის ზუსტად ამ როლში ხედავს და იწყებს პროექტს “ღია არჩევნები” – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ხოდორკოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ “ღია რუსეთი” არ არის პოლიტიკური პარტია და არ წარადგენს საკუთარ კანდიდატურებს არჩევნებზე. ამასთანავე, მან აღიარა, რომ მის მიერ დაარსებული მოძრაობა “დემოკრატიულ კოალიციას” დაუჭერს მხარს და შეძლებისდაგვარად მათ დახმარებასაც გაუწევს.
“ღია რუსეთის” დამაარსებელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება “ყველაზე ბინძურ და არაკანონიერ გზებს” იყენებს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.