წულუკიანი: სულაც არ მითქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება

ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისებიიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილის ჩვენს ქვეყანაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც წულუკიანმა გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შანსები მცირდება და არა იხურება.

„მე სულაც არ მითქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი საქართველოსკენ დღის წესრიგიდან მოიხსნება. ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. პირიქით, ეს საკითხი დღის წესრიგში არის და დარჩება მანამ, სანამ სააკაშვილი არ აგებს პასუხს ჩადენილი ქმედებების გამო ქართული კანონის წინაშე. მე ვთქვი სხვა რამ, რომ შანსები იხურება, ან თუნდაც მცირდება. ეს ორი სხვადასხვა რამაა, დღის წესრიგიდან იხსნება, თუ შანსები მცირდება“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

banner
წინა სტატიაშიის სპეცეფექტები და დაჭერები, რომლებსაც ისინი გეგმავდნენ და რეფორმებად ყიდდნენ, ჩავარდა
შემდეგი სტატიასენაკში შუალედური არჩევნები დასრულდა