ძლიერი დამწვრობების გამო ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა

timthumb (1) timthumb (2)ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრები ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძლიერი დამწვრობების გამო, ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რის გამოც, გარდაცვლილების მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს.

ლევან ბოლქვაძის განმარტებით, დნმ-ის ანალიზების პასუხებამდე ცხედრები რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში იქნებიან დასვენებული.

“იდენტიფიკაციის მიზნით, აღებული იქნა დნმ-ისთვის მასალა მშობლებიდან და გარდაცვლილებიდან, გაიგზავნა თბილისში, სადაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები და ბავშვების იდენტიფიკაცია. ცხედრებს გადაასვენებენ რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში და დნმ-ის ანალიზის პასუხების შემდეგ მიასვენებენ ოჯახებში”, – აღნიშნა ლევან ბოლქვაძემ.

ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან ქობულეთის სასტუმროში დაღუპული ბავშვების ცხედრების გამოსვენებისას ინციდენტი მოხდა. დაღუპულების მშობლები და ახლობლები გარდაცვლილთა ცხედრების ნახვას ითხოვდნენ. ისინი ექსპერტიზის ბიუროდან გამოსულ 112-ის ავტომობილს წინ გადაუდგნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის მამამ და მამიდამ ავტომობილის საბურავებში ჩავარდნა სცადეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილიდან გაიყვანეს. გარდაცვლილი მოზარდების მშობლები ითხოვნენ რეანომობილით ცხედრებთან ერთად რუსთავში გამგზავრების უფლება მათთვისაც მიეცათ, თუმცა უარი მიიღეს.

ლევან ბოლქვაძის განმარტებით, ექსპერტიზის და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

banner
წინა სტატიაში,,თაიმერის,, განცხადება ქობულეთის ტრაგედიასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასად დაინიშნა ხათუნა პაიჭაძე?