ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენს

ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენს

ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენსსაბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი, ევროზონის საგანგებო სამიტზე კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენს. გეგმაში რეფერენდუმის შედეგებიც იქნება გათვალისწინებული და გათვლილია ვალის 30%-ით ჩამოჭრაზე.

სიტუაცია საბერძნეთსში დაძაბულია. დღესაც, დაპირების მიუხედავად, ბერძნული ბანკები დახურულია.

ვალის ჩამოწერა გამოსავალი არ არის. დღეს ციპრასი, სავარაუდოდ, კრედიტორებისგან ახალ შემოთავაზებებს მიიღებს.
თუმცა, მხარდაჭერის მიღების შემდეგ, რაც მას რეფერენდუმზე გამოუცხადა საბერძნეთის მოსახლეობამ, პრემიერი მნიშვნელოვანი შეღავათების მიღებას შეეცდება ევროპელი კოლეგებისგან.
მან აღიარა, რომ კრიზისი მის შეშფოთებას და ნერვილობას იწვევს.
მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ახალ ფინანსთან მინისტრსაც უკავია, რომლმაც იანის ვარუფაკისი შეცვალა.
რამდენიმე ხნის წინ გერმანიის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საბერძნეთის ხსნა ერთიანი ვალუტის კატასტროფას გამოიწვევს. “დიდი იმედი მაქვს, რომ საბერძნეთის მთავრობა, თუკი მას მოლაპარაკებებს ისევ უნდა რომ დაუბრუნდეს, აღიარებს იმ ფაქტს, რომ ევროზონის დანარჩენი 18 ქვეყანა ვალის უპირობო ჩამოწერაზე არ დათანხმდება” – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა.
გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ “დისკუსიისთვის კარები ღიაა”.
“ახლა აბსოლუტურად ყველაფერს საბერძნეთის მთავრობა წყვეტს. მათზეა დამოკიდებული ექნებათ თუ არა სერიოზული წინადადებები განსახილველად და არსებობს თუ არა გრძელვადიანი პერსპექტივა საბერძნეთის ევროზონაში მოაზრების შესახებ” – განაცხადა ოლანდმა.

banner
წინა სტატიაშიიაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს
შემდეგი სტატიაგამოძიებამ სავჩენკოს ბრალი დაუმძიმა