ჩინეთის ეკონომიკური შეფერხება რუსეთის ეკონომიკაზე იმოქმედებს

ჩინური იუანი

ჩინური იუანიუკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩინური იუანი 3%-ით გაუფასურდა. როგორც Financial Times წერს ჩინეთი რუსეთის ძირითადი პარტნიორია. უკანასკნელი 6 თვის მანძილზე რუსეთსა და ჩინეთს შორის ბრუნვამ 30,6 მილიარდი შეადგინა, რაც 28,7 %-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ამასთანავე ჩინეთისთვის რუსეთის შიდა ვაჭრობის წილი გაიზარდა დაახლოებით 10,8%-ით 2014 წელს და 11,4%-ით 2015 წელს. ზრდადობა რუსეთსა და დანარჩენ ქვეყნებს შორის არსებული ემბარგოების ფონზე მოხდა.

ამ კონტექსტში ჩინეთის ეკონომიკაში შეფერხებები აუცილებლად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე. უფრო მეტიც, გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთის ეკონომიკურმა მდგომარეობამ შესაძლებელია იმოქმედოს ისეთ მსხვილ პროექტებზე, როგორიც არის “ციმბირის ძალა” და “ალტაი” (“ციმბირის ძალა 2”). Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პროექტის რეალიზაციამდე მოლაპარაკებები იწელება, რაც აუცილებლად იმოქმედებს პროექტებზე ნეაგტიურად – საუბარია ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ტრენდზე “შემობრუნება აღმოსავლეთისკენ”.

გავრცელებული ინფორმაციით, “ციმბირის ძალა 2”-ის გავლით გაზის მიწოდება გაურკვეველი დროით შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე (კოკო) გამსახურდია:”მიყვები ქუჩებს და ხედავ, არქიტექტურული ლოგიკა საშინელი ქირურგიული ჩარევებითაა დარღვეული”
შემდეგი სტატიაპუტინი: “შიდა მართვა დამამცირებელია უკრაინელი ხალხისთვის”