“ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ადექვატურ და თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას რუსეთთან”

ქართული ანდაზაა,

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში აგრესიული რიტორიკა მოხსნილია, ვერ უშველის იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.

გასულ კვირას ნინო ბურჯანაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა რუსეთის ხელისუფლების სათათბიროს ხელმძღვანელთან ვალენტინა მატვიენკოსთან და რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ შეხვედრები რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან კვლავ გაგრძელდება და შედგება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტთან.

„აღნიშნული პრობლემების მოგვარება პირველ რიგში ჩვენს ინტერსებშია, რადგან ჩვენ გვაქვს ღია ჭრილობა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. მე, რა თქმა უნდა, გამოვხატე აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავ გრძელდება საზღვრის ბორდერიზაციის პროცესი. იმისათვის რომ სისტემური პრობლემები მოგვარდეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, აუცილებელია უმაღლეს დონეზე შეხვედრები. მაგრამ ფაქტია, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ადექვატურ და თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას რუსეთთან”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს კომიტეტი იქნება გაცილებით უფრო წარმატებული, ვიდრე წინა მოწვევის, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს“
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის მოიხმარს