„ჩემს ოჯახს ვიცავ ამ ხელისუფლებისგან და ვაპირებ მათ გახიზვნას აშშ-ში“

ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია

მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გამოძიებამ მას სპეციალური დაცვის ღონისძიებებში ჩართვა შესთავაზა.

გვარამიას თქმით, მან შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან ეს იგივეა, რომ მგელმა დაიცვას ცხვარი.

„შემოთავაზებული იყო სპეციალური დაცვის ღონისძიებები ჩემი და ჩემი ოჯახისთვის. ეს იგივეა, რომ მგელმა დაიცვას ცხვარი. მე ჩემს ოჯახს ვიცავ ამ ხელისუფლებისგან და ვაპირებ მათ გახიზვნას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნამდვილად არ ვგეგმავ, ის, ვისგანაც ყველაზე დიდი საფრთხე მოდის, დაცვად ავიყვანო“,- განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშილუბა ელიაშვილი”რუსთავი 2″-ს და მის გენერალურ დირექტორს პატივისცემას უცხადებს
შემდეგი სტატია,,ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას ადამიანზე, ვინც მესაუბრა, გადავეცი ჩანაწერები”