,,ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას ადამიანზე, ვინც მესაუბრა, გადავეცი ჩანაწერები”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მთავარი პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლის შეკითხვები ძირითადად ეხებოდა ფაქტებს, რომელიც მან გუშინ, ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გვარამიამ პროკურატურას ვიდეო ჩანაწერები მიაწოდა. მიუხედავად ამ პროცედურებისა, გვარამია დარწმუნებულია, რომ გამოძიება არ წარიმართება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებამ საკუთარი თავი უნდა დასაჯოს.

„შეკითხვები ეხებოდა ფაქტებს, რომელიც პირდაპირ ეთერში მოისმინეთ. სრული ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას იმ ადამიანზე, ვინც ამაზე მესაუბრა, გადავეცი ვიდეო ჩანაწერები. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძება არ წარიმართება, მიუხედავად იმ პატივისცემისა იმ გამომძიებლის მიმართ, რომელმაც დამკითხა. აქ კიდევ მეორე საკითხია – „რუსთავი 2“-ისა და ჩემი მონაწილეობით ფარული მიყურადების საქმეში და მიუხედავად იმისა, რომ ყვცელაფერი ნათელია, გამოძიება ერთი ნაბიჯით არ წასულა წინ. იგივე ბედი ეწევა ამ საქმესაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი თავი უნდა დასაჯოს ხელისუფლებამ. ბუნებრივია, ეს არ მოხდება, თუმცა მოვა დრო, როცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებას. ყოველთვის ბადაშვილის არ იქნება ეს უწყება“, – განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანიის გენდირექტორმა, იმ პიროვნების დასახელებისგან, რომელიც მასსა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლს ასრულებდა, თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაში„ჩემს ოჯახს ვიცავ ამ ხელისუფლებისგან და ვაპირებ მათ გახიზვნას აშშ-ში“
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას დასახელებული მოწმე ცნობილია- პროკურატურის განცხადება