შს მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობას” აქციის ჩასატარებლად კომფორტს ჰპირდება

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 21 მარტს დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად, სამინისტრო “ნაციონალურ მოძრაობას” კომფორტს შეუქმნის.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შს მინისტრმა 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, 21 მარტს ექსცესებს არ ელოდებიან.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაადგილება თუ იქნება, რაიონებიდან ჩამოსვლა – ეს ავტობუსი იქნება თუ მანქანები, როგორც წინაზე გავაკეთეთ და დავეხმარეთ, ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. კიდევ, მე წინაზეც აღვნიშნე, ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესებს. მე ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს”, _ განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას მასზე შურისძიებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასურსათის სააგენტომ “რაჭას”, “გიოს”, “პროგრესი ალვანისა” და “პინოს” წარმოებულ გაყინულ პროდუქციაში საშიში მიკროორგანიზმები აღმოაჩინა