შს მინისტრის მოადგილემ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

შს მინისტრის მოადგილემ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო უკრაინაზე ამ კუთხით ვერანაირ ზეწოლას ვერ მოახდენს.
„ელჩმა დაადასტურა რეალურად ის, რაც ჩვენ გუშინ ვთქვით ტელეკომენტარის საშუალებით და დღესაც გავიმეორებ, რომ საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულებულია, სათანადო დოკუმენტაცია გადაეცა უკრაინის მხარეს. როგორც ვთქვი, უკვე გადაწყვეტილება ბატონი ადეიშვილის უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით არის უშუალოდ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის მხარის მისაღები. ჩვენ ვერანაირ ზეწოლას უკრაინაზე ამ კუთხით ვერ მოვახდენთ. დაველოდებით, როდესაც ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ვიტყვი იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს, შესაბამისად რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, პატივს ვცემთ იმ გადაწყვეტილებას, როგორც საქართველოს მთავრობა.
მთავრობის პოლიტიკის სისუსტეს ამას ვერ დავარქმევდი, რადგან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინტერპოლის ვებგვერდი და ნახოთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიო მასშტაბით არის ძებნილი და გადაადგილდებიან სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, ასე რომ ეს არ არის სიახლე. საქართველოსთვის შეიძლება ეს არის სენსაციური ამბავი, როგორც ერთი ცალკე აღებული შემთხვევა, მაგრამ ინტერპოლისთვის ეს არ არის განსაკუთრებული სიახლე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე თევდორაძე გუშინ “რუსთავი 2-ის” ეთერში ლევან გაბუნიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას უარყოფს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან ე.წ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა