შოტლანდიის ნაციონალისტებმა ბრიტანეთს მოუწოდეს არ იბრძოლონ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ

შოტლანდიის ნაციონალისტურმა პარტიამ ბრიტანეთს მოუწოდა ისლამურ სახელმწიფოს არ დაარტყან სირიაში – ამის შესახებ როიტერსი წერს.

შოტლანდიელი ნაციონალისტების ყოფილი ლიდერი ალექს სალმონდი, რომელიც მიმდინარე მომენტში პარტიის შიდა პოლიტიკას კურირებს, აცხადებს, რომ მისი პარტია, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მესამე ფრაქციას ფლობს ბრიტანეთის პარლამენტში, უარს იტყვის ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ნებისმიერი სახით სირიის კონფლიქტში ჩართვის გამო.

“მოდით, ისეთი პოლიტიკა შევარჩიოთ, რომელიც პირველ რიგში სირიელი ხალხის ინტერესებს დაიცავს” – თქვა მან.

პარტიის აქტივისტებმა სალმონდს დაუჭირეს მხარი და მიღებულ კომუნიკეში განაცხადეს, რომ სირიის სამოქალაქო ომის დასრულება მხოლოდ გაეროს ინიციატივით არის შესაძლებელი.
შოტლანდიის ნაციონალისტური პარტია ბრიტანეთის პარლამენტში 55 ადგილით არის წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტში ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი: “არ ვარ დარწმუნებული, რომ მაპზე გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა ექნება საარჩევნო ხმებზე