შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთევზეებს აფრთხილებს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთევზეებს მოუწოდებს, 30 ივნისს 00:00-07:00 საათამდე, მტკვარში თევზჭერისგან თავი შეიკავონ.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საძიებო სამუშაოების გამო თბილისში, 30 ივნისს, 00:00 საათზე, მტკვრის კალაპოტის დათვალიერების მიზნით, ორთაჭალჰესის წყლის რეზერვის გაშვება იგეგმება.
“ორთაჭალჰესის ხელმძღვანელის, ვალერი ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნული მოქმედებები მდინარე მტკვრის დონის მცირედით (15-20 სმ-ით) აწევას გამოიწვევს ორთაჭალჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით, რაც დაახლოებით 30 ივნისის დილის 07:00 საათმდე გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ “112”-ს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ილოცე, გაირუჯე და დაისვენე ერთ სივრცეში“ – ეკლესია, საცურაო აუზი და სასტუმრო ურეკში ერთ სივრცეშია მოქცეული (ფოტო)
შემდეგი სტატიაერევანში აქციის ორგანიზატორებმა ბრძოლის ფორმატის გაფართოვება დაანონსეს