შინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

ვახტანგ გომელაურმა მესაზღვრეებს დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის მადლობა გადაუხადა

“ბატონო მესაზღვრეებო! გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – მესაზღვრის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და პირად ცხოვრებაში.

სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოების წინაპირობაა – დაცული სახელმწიფო საზღვარი ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ჩვენი საზღვრების ურყევობა კი დიდად არის დამოკიდებული თითოეული თქვენთაგანის პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვაზე! მესაზღვრეებო, მადლობას გიხდით დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის!”, – განაცხადა მინისტრმა

banner
წინა სტატიაშივიქტორია ნულანდი – რუსეთის ქმედებები ამ ქვეყნის მიმართ ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე, აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს