შეცვლის თუ არა ძიების მიმართულებას ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში გამოჩენილი ახალი მოწმე?

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება შესაძლოა, სხვა მიმართულებით გაგრძელდეს. მიზეზი კი საქმეში ახალი მოწმის ჩვენებაა.

გამოცემა “კომერსანტის” ინფორმაციით, მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გამვლელი მამაკაცი დაიკითხა. მან დაინახა მკვლელი, რომლის აღწერილობაც არ ემთხვევა ამჟამად დაკავებულ ეჭვმიტანილს, ზაურ დადაევს.

თვითმხილველი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს. მკვლელობის ადგილას ორი ქალი იმყოფებოდა, რომლებმაც ნემცოვის თანმხლებ უკრაინელ მოდელს რაღაც უთხრეს და შემდეგ სწრაფად დატოვეს ხიდი, სადაც მკვლელობა მოხდა.

banner
წინა სტატიაშიმმართველ გუნდში კოალიციაში მოსალოდნელ ცვლილებებს არ გამორიცხავენ
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგის სამიტის შემდეგ მყისიერად არ მოხდება