“შევთანხმდით, რომ დავიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებას”

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა.

ჩინეთში ვიზიტით მყოფმა მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მთავარი საკითხი, რომელზეც მქონდა საუბარი ჩინეთის პრემიერთან, არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა და შევთანხმდით, რომ დავიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებას. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპულ ნაწილშიც, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს. პირველ რიგში ეს არის ღვინის ექსპორტი, ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი. ქართველ მეწარმეს გაუადვილდება პროდუქციის შეტანა ჩინეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მას სხვა ეტაპზე გადაიტანს. ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა მაქსიმალურად გონივრულად გამოიყენო”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა