ფრაქცია ქართული ოცნების, წევრი გედევან ფოფხაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კანედელაკის განცხადებას ეხმაურება, რომელიც კანდელაკმა “თელიასონერას” ბაზრიდან წასვლასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ფოფხაძე ამბობს, ოპერატორებზე კონტროლი ნაციონალური მოძრაობის დროს ხდებოდა, ახლა კი ბიზნესი ამისგან თავისუფალია:
„მახსოვს ნაციონალური მოძრაობის დროს რა ხდებოდა, ყველა ოპერატორი მაგათ კონტროლქვეშ იყო, ჩვენ ბიზნესში არ ვერევით. ჩვენი მხრიდან კონტროლირებადი ოპერატორი არ არსებობს. ბიზნესსტრუქტურა რამდენადაც საშუალებას მოგვცემს პროცესის გამჭვირვალობის, იმ ხარისხით შეიძლება იყოს ეს პროცესი გამჭვირვალე,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.