,,ყველას აქვს ავადმყოფობის უფლება, მათ შრის საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლესაც”

როდის გახდება ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყევტილება, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.

უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მერაბ ტურავას ქმედებაში პოლიტიკური ნიშნები არ ჩანს.

„ეს არის ისეთი ბრალდება, რომელიც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. მემგონი ყველას აქვს ავადმყოფობის უფლება, მათ შრის საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლესაც. ეს დროებითი მოვლენაა. მათ მიერ დევნილი იყო თავის დორზე, ეს ყველამ კარგად იცის. ასე რომ, მათი გამონათქვამები ამ მიმართულებით არავის არ უნდა გაუკვირდეს,“ – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამრთლო, მერაბ ტურავას სახით იყენებს ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის.

წინასწარი პატიმრობის 9 თვეზე მეტი ვადით გაგრძელების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს გუშინ უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მოსამართლე მერაბ ტურავამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

მიზეზად უეცარი ავადმყოფობა დასახელდა, რამაც ხელოვნური გაჭიანურების ეჭვი გააჩინა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი მთავრობის 6 თვის ანგარიშს განიხილავს
შემდეგი სტატიამასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა